ჩასაწერად დაგვიკავშირდით საღამოს 8 საათის შემდეგ.

მობ. (+995)593 73 42 43

Skype (ekajuba)

მისამართი

ბაზალეთის ტბა, დუშეთი

რა არის ჰემოსკანირება?

  • ჰემოსკანირება-სისიხლის სკანირება, საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ პლაზმისა და სისხლის ფორმიანი ელემენტების მორფოლოგიური ცვლილებების საფუძველზე ორგანიზმში მიმდინარე, უკვე ჩამოყალიბებული და მოსალოდნელი დაავადებები.
  • ჰემოსკანირება ფუნქციონირებს ჩინეთში, 2006 წლიდან გერმანიაში, უფრო მოგვიანებით აშშ, კანადაში, უკრაინაში და ამჟმად საქართველოში.
  • ფუნქციური დიაგნოსტირება მიმდინარეობს ფაზოკონტრასტული მიკროსკოპით. ტესტირებისთვის გამოიყენება კაპილარული (თითიდან აღებული) სისხლი, რადგან ორგანიზმში არსებული ტრილიონობით უჯრედი იკვებება კაპილარული სისხლით იგი საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ უჯრედში მიმდინარე მეტაბოლური ცვლილებები, რომელთა დარღვევით ვლინდება ნებისმიერი (ქრონიკული) დაავადება.
  • შესაბამისად ქრონიკულ დაავადებებთან ბრძოლისას პირველ რიგში ვასწორებთ სისხლის ფორმულას, შემდეგ ვხსნით დაავადების გამომწვევ მიზეზს და შემდეგ ვმუშაობთ იმუნიტეტის აღდგენაზე.
  • დიაგნოსტირებას ესაჭიროება 15-20 წთ.
  • სამკურნალოდ გამოიყენება ბიოლოგიურად აქტიური დანამატები.
  • დიაგნოსტიერებას აწარმოებს ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ჰემოსკანირების სპეციალისტი ეკატერინა ქიმუცაძე.

მეცნიერულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ბოლო წლების განმავლობაში შეინიშნება დედამიწის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

ამ პრობლემას უკავშირებენ რიგ ფაქტორებს: ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებების დეფიციტი, ეკოლოგიური პრობლემა, კვების პროდუქტების მოდერნიზაცია, ნუტრიენტების დეფიციტი, სტრესი და სხვა. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ქიმიკატების ინტენსიურმა გამოყენებამ, ნიადაგის გამოფიტვამ და გენურმა ინჟინერიამ მკვეთრად შეამცირა მცენარეებში მიკრონუტრიენტების რაოდენობა და თითქმის უკვე 100 წელია ადამიანები იბადებიან ამ ნივთიერებების მუდმივი და მყარი დეფიციტით.

საჭიროა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ცხოვრების რიტმმა მნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანის კვების სტრუქტურა, გაიზარდა მაკრონუტრიენტების (ცხიმების, ქოლესტერინის, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების, მარტივი შაქრების), რაფინირებული საკვები პროდუქტების მოხმარების წილი და შემცირდა სასარგებლო მიკრონუტრიენტების (საკვები ბოჭკოები, ვიტამინები, მიკროელემენტები, უჯერი ცხიმოვანი მჟავები და სხვ.) რაოდენობა კვების რაციონში. ადამიანის ორგანიზმში, თითოეული უჯრედი ყოველდღე საჭიროებს 600-დან 650-მდე სხვადასხვა სახის საკვებ ნივთიერებებს - ნუტრიენტებს, რომელთა უმრავლესობა შეუცვლელია და ადამიანის ორგანიზმში სინთეზირებას არ განიცდის.

ადამიანის კვების რაციონში აუცილებელია შედიოდეს დაახლოებით 32 სახეობის სხვადასხვა საკვები პროდუქტი, 15-ზე მეტი ვიტამინი და 20-ზე მეტი მიკროელემენტი, რომლის გარეშეც ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია არსებობა. ამ პრობლემის გადასაჭრელად საუკეთესო გამოსავალი აღმოჩნდა 1927 წელს შექმნილი ნატურალური ინგრედიენტებისგან დაბალანსებული პროდუქტი, რომელმაც ოფიციალურად დაიმკვიდრა ტერმინი „ბიოლოგიურად აქტიური დანამატი“ (ინგ. food supplements), შემდგომში ბად-ი.

თანამედროვე პირობებში ადამიანის ჯანმრთელობა 10%-ით დამოკიდებულია მემკვიდრეობაზე, 15%-სამედიცინო ჩარევაზე, ხოლო 70%-ეკოლოგიურ ფაქტორებზე, კვებაზე და ცხოვრების წესზე.

შექმნილ სიტუაციაში მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, 6 პრობლემის გადაჭრის ეფექტურ გზად მიიჩნევენ სწორედ ბადე-ბის ფართოდ დანერგვას, რომელსაც სრულად შეუძლია დააკმაყოფილოს ადამიანის ორგანიზმის მოთხოვნა შეუცვლელი ნივთიერებებით. ბად-ების გამოყენება, რომელთა მნიშვნელობა უდაოდ დიდია, განაპირობებს: 1. ადამიანისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების დეფიციტის სწრაფ ლიკვიდაციას; 2.საკვების მაქსიმალურად მორგებას თითოეულ ინდივიდზე; 3.ზრდის ორგანიზმის გამძლეობას არახელსაყრელი პირობების მომართ ორგანიზმის უჯრედების ფერმენტული დაცვის ხარჯზე; 4.აძლიერებს და აჩქარებს არასასურველი ნივთიერებების შებოჭვას და ორგანიზმიდან გამოდევნას.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ბად-ი არ არის წამალი! იგი განეკუთვნება საკვებ პროდუქტებს, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ბიოლოგიური აქტივობით. იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს: 1. კვების კორექციისთვის; 2. დაავადების პროფილაქტიკისთვის; 3. დაავადების სამკურნალოდ.

ჯანმრთელობის მართვის უმოკლესი გზა.

ორგანიზმში ნებისმიერი-ქრონიკული თუ არაქრონიკული, დაავადებების განვითარება პარაზიტი მიკროორგანიზმების მიერ არის გამოწვეული, რომლებიც ადამიანის ორგანიზმს 2 წლის ასაკიდან იპყრობს და მას საინკუბაციო კამერად იყენებს ათეულობით წლების განმავლობაში. მიკროორგანიზმები იწვევენ ძვლის ტვინის ფუნქციის მოშლას რაც იწვევს სისხლის ფორმიანი ელემენტების რაოდენობრივ, ხარისხობრივ დისბალანსს, იმუნიტეტის დაცემას, სისხლის PH დაქვეითებას და ცირკულაციის დარღვევას ორგანიზმში, ეს პირველ რიგში ენდოკრინულ სისტემაზე აისახება და მათ ფუნქციური მოშლით-ჰორმონების დისბალანსით, მთავრდება. თანამედროვე მედიცინა არსებული პრობლემის ,,მოგვარებას“ სინთეზურად მიღებული ჰორმონების, ანტიბიოტიკების თერაპიით ან ქირურგიული გზით გვთავაზობს-რაც ყოვლად დაუშვებელია. ნებისმიერი სინთეზური გზით მიღებული პრეპარატი ორგანიზმში სხვა პრობლემებთან ერთად (ძვალ-სახსროვანი მოშლა დ.ა შ.) ტოვებს ნარჩენებს რაც მინიმუმ ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობის საწინდარია, ეს არის ჰორმონდამოკიდებულება და მას მკურნალობა არ ეწოდება.

ჰემოსკანირება დიაგნოსტირების საუკეთესო და ხილული საშუალებაა რითაც დგინდება სისხლის ხარისხი, ფორმიანი ელემენტების სრტუქტურული მდგომარეობა და ნებისმიერი დაავადების გამომწვევი მიზეზი. ალტერნატიული მედიცინა პლიუს ჰემოსკანირება გვთავაზობს დაავადების გამომწვევი მიზეზის პოვნას, მის მიერ დარღვეული მეტაბოლიზმის გასწორებას და აღდგენას ჯანსაღი კვებით და ბიოლოგიურად აქტიური დანამატების გამოყენებით, რომელიც მიღებულია არასინთეზური, ნატურალური ნედლეულით და უკუჩვენებით არ ხასიათდება გარდა ინდივიდუალუი აუტანლობისა.

ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის საჭიროა: სხეულის წმენდა, ანთების ჩაქრობა და აღდგენა-ანტიოქსიდანტები, ვიტამინები, მინერალები, ფერმენტები, ამინომჟავები, წყალი და შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები და ა. შ. მკურნალობა მოიცავს მინიმუმ 10, საშუალოდ 20 და მაქსიმუმ 30 დღეს. ონკოდაავდების შემთხვევაში მინიმუმ 3 მაქსიმუმ 6 თვეს.

ორგანიზმის ავტოპილოტური სისტემა - 12 კონსტანტა-მუდმივა

1.არტერიული წნევა 120/80;

2.სუნთქვა წუთში-16;

3.გულისცემა წუთში-72-78

4.გემოგლობინი-130

5.ბილირუბინი-21

6.შარდის რაოდენობა-1,5ლ

7.წონა-სიმაღლეს -100

8.შაქარი სისხლში-5,5 (75-113)

9.PH-7,5 (ნერწყვში: 7,5-კარგია; 7-იბრძვის; 6,5-იმუნიტეტი არ არის; 5,5-ქრონიკული დაავადებაა)

10. ლეიკოციტები-4,5-5000

11. ტემპერატურა-36,6

12. ქოლესტერინი-6

P.S. სადაც მჟავე არეა, იქ ჟანგბადი არ არის !!!. უჯრედის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი: ჰიპოქსია ან ტოქსიკაცია!!!. ყველა დაავადება სხეულის PH ის დისბალანსის შედეგია !!!.

PH- ნორმის პირობებში

3000 ფერმენტი, ცილის სინთეზი და ჰორმონალური ფუნქციონირება ბალანსირებულია. დაცულია მინერალების ბალანსი. აღსანიშნავია 6 ძირითადი მინერალი რომელებიც მეტ ჟანგბადს იკავშირებს.

1.ნატრიუმი,

2.კალიუმი,

3.მაგნიუმი,

4.კალცი,

5.რკინა,

6.მოლიბდენი

სიცოცხლისთვის აუცილებელი მინერელები:

1.კალცი-იკავშირებს 2 თავისუფალ რადიკალს.

2.კალიუმი-გულისა და ტვინის მუშაობისათვის.

3.ნატრიუმი-რინგერი.

4.მაგნიუმი-სისხლძარღვებისა და სუნთქვისათვის.

იმუნური სისტემის დაქვეითების მიზეზები:

1.სხეულის გაუწყლოება - 70%=40ლ. წელიწადში ადამიანი 30 000ლ წყალს მოიხმარს. გაუწყლოება სხეულის სიკვდილის დასაწყისია.

2.ჩასახვის საწინააღმდეგო აბები. კორტიზონი/პრედნიზონი.

3.ქიმიოთერაპია

4.რაციონში ჭარბი რაოდენობის შაქარი.

5.სტრესი.

6. სიმსუქნე.

7.დიაბეტი.

8.კიბო

სოკოს გამრავლების მიზეზები:

1.რაციონში ჭარბი რაოდენობის შაქარი.

2.ანტიბიოტიკები

3.მჟავე კვება და სასმელი (შაქარი,ლუდი, პიცა-განსაკუთრებით მოქმედებენ სოკოს გამრავლებაზე)

4.ნესტიანი საცხოვრებელი ადგილი

5.სოკოებთან კავშირი (ბასეინი, დუში)

6.ხმელი ყველის ჭარბად მიღება

სოკო- კანდიდა, სხეულის ყველა სისტემაზე მოქმედებს-კანდიდას სიმპტომები:

1.მეტეორიზმი,შებერილობა

2.ცუდი მეხსიერება, გამოფიტვა, მოთენთილობა

3.წონის ვერ დაკლება

4.სტომატიტი,რძიანა

5. ქავილი

6.ვაგინალური ინფექციები

7.ტერფისა და ფრჩხილის სოკო

8. გამონაყარი, აკნე

9.დიარეა, კოლიტი

10.იჟოგა

11. ცოტა რაოდენობის შარდვა

12.ლიბიდოს დაქვეთება/იმპოტენცია

13.ენაზე თეთრი ნადები.

14.შფოთი, დეპრესია, თავის ტკივილი

15. მშრალი კანი

16.სახსრების ტკივილი

გამოჯანმრთელების 7 ნაბიჯი:

1.დავიცვათ ის რაციონი რითაც სოკოები არ იკვებებიან.

2.PH ბალანსის შენარჩუნება.

3.მივიღოთ პრობიოტიკი 1 000 000/1 შესანარჩუნებლად.

4.სოკოს გამანადგურებელი ბად-ის მიღება.

5.გავაძლიეროთ იმუნიტეტი (სოკო იმდენად სწრაფად მრავლდება იმუნიტეტი აღდგენას ვერ ასწრებს)

6.სხეულის გაწმენდა

7.კუჭ-ნაწლავის მოწესრიგება

კვება PH (ტუტე-მაჟავა alkali-sour)-რეგულაციისათვის

მჟავე რეაქციის პროდუქტები

საკვები

ხორცი
თევზი
კვერცხი
პური-თეთრი, საფუვრით
წვნიანი
ბულკი, პეჩენია
კეფირი, იოგურტი, არაჟანი
მჟავე გემოს კენკროვნები-მოცხარი
შაქარი
ბარდა, მუხუდო
შოკოლადი
ტორტი
კრემი
ყველი
კიბორჩხალა
ლეღვი

სასმელი

ყავა
კაკაო
წვენი
მწვანე და შავი ჩაი
ტუტე რეაქციის პროდუქტები

საკვები

ახალი ხაჭო
ნიახური
სიმინდი
ბანანი
მწვანილი
ისპანახი
სალათი
ნუში
კომბოსტო
ყაბაყი
გოგრა
კიტრი
ჭარხალი
სტაფილო
ავოკადო
თალგამი
მანგო
მალინა
საზამთრო
მსხალი
წიწაკა
ფინიკი
ბურღულეული
ზეთი-ცივად გამოხდილი
მაწონი

სასმელი

წყალი
რძე
გვირილას ნაყენი
ასკილის ნაყენი
ცაცხვის ნაყენი
პიტბის ნაყენი
მელისას-ბარამბო, ნაყენი
ცოცხალი წვენები

ჰირუდოთერაპია - წურბელებით მკურნალობის, ერთ-ერთი უძველესი მეთოდია იგი სისხლის გაკეთილშობილებისა და ცირკულაციის მოგვარების საუკეთესო საშუალებაა

ჰირუდოთერაპია გამოიყენება როგორც   ტკივილგამაყუჩებელი და ჰემატომის გამწოვი საშუალება, ჰიპერტონია, ვენების გაგანიერება, ბუასილი (გემოროი), ტროპიკული წყლული, რადიკულიტი, პროსტატიტი, რეპროდუქციული პრობლემები, დისკოზი, ოსტეოხონდროზი, სახის კანის პრობლემების (კოლაგენის გარდაქმნა ელასტინად), ნაოჭების გასწორება, ნაადრევი დაბერების შეჩერება, პაროდონტოზი, ქოლესტერინის დონის შემცირება,ელასტიურობის აღდგენა, ორგანიზმის გაახალგაზდავება, სისხლის ცირკულაციის, ენერგეტიკული ცენტრების გასწორება და სხვა.

ჰირუდინი - (წურბელის ნერწყვი) შეიცავს 200-300 მდე მოლეკულურ ნაერთს, რომელიც ცირკულირებს სისხლში და აკეთილშობილებს მას.  ამცირებს ქოლესტერინის  დონეს და გიცავთ მრავალი თრომბული გართულებებისაგან.   კურსი საშუალოდ 10 პროცედურამდეა წონისა და მდგომარეობის მიხედვით.

ჰირუდოთერაპიის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი როცა მიმდინარეობს - ჰემოფილია, ანემია,  ონკოლოგია, ჰიპოტონია და ფეხმძიმობა.

* შესაძლებელია პროცედურების ჩატარება ბინაზე მისვლით. მოგემსახურებათ კვალიფიციური ჰირუდო თერაპევტები.

ძილის მნიშვნელობა ორგანიზმზე!!!!

22:00- ძილის სიგნალი ირთვება / სასურველია ბნელი გარემო, იზრდება ლეიკოციტების რაოდენობა სისხლში...

23:00- სხეული დუნდება–ტვინი აქტიური ფაზიდან გადადის პასიურში, და იწყება თვითაღდგენითი ორგანული სამუშაოები....

12:00- ცნობიერებას ეუფლება ძილიანობა–მელატონინის ზემოქმედებით, –თუმცა ტვინი ამუშავებს დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას....(გრძნობათა ორგანოების მიერ მიწოდებულს)

01:00–ძილი ფხიზელია–იღვიძებს ტკივილზე...

02:00 -ყველა ორგანო ისვენებს ღვიძლის გარდა–ის ნარჩენებს ასუფთავებს !!!!

03:00-სრული ფიზიოლოგიური ვარდანა–არტერიული წნევის, მინიმალურ ზღვარზეა პულსი, და სუნთქვის სიხშირე იშვიათი...

04:00–ტვინი მარაგდება სისხლის მინიმალური რაოდენობით და არ შეუძლია გაღვიძება!!!–სმენა ჩართულია,

05:00-კუნთები მოდუნებულია, ნივთიერებათა ცვლა შენელებულია... იწყებს გაღვიძებისთვის მზადებას...

06:00- სისხლში შემოდის ადრენალინი და ნორადრენალინი, რაც ზრდის არტერიულ წნევას და პულსს, ორგანიზმი მზად არის გასაღვიძებლად, მაგრამ ცნობიერება ჯერ დაბინდულია......

07:00– გაღვიძებისთვის საუკეთესო დროა, შხაპი, ნებისმიერი მედიკამენტი კარგად შეიწოვება......

დასკვნა : ვიძინებთ 10:00– ვიღვიძებთ 07:00–ზე...

დამსახურება

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

გრანტი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პრეზიდენტის №762 განკარგულება. 04.10.2005წ.